ზაზა ფაჩულიამ მეორე მატჩიც გამოტოვა

ზაზა ფაჩულიამ მეორე მატჩიც გამოტოვა

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი საგამოფენო მატჩი „სან ანტონიოსთან“ გამართა, რომელშიც ქართველ ცენტრს არ უთამაშია. ზაზა ფაჩულია განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
 
წინა მატჩში ზაზას უთამაშებლობის მიზეზად საზარდულის ტრავმა დასახელდა. როგორც ჩანს, ქართველ ცენტრს ტრავმა ამჯერადაც აწუხებს და მწვრთნელმა საკონტროლო მატჩშ მისი მოედანზე გაყვანისგან თავი შეიკავა.
 
რაც შეეხება მატჩს, იგი მასპინძელი სანანტონიოელების გამარჯვებით – 101:99 დასრულდა. ტეხასურმა გუნდმა ხერხემლის გარეშე ითამაშა. მოედანზე არ გამოჩნილან არც ტინ დანკამი, არც მანუ ჯინობილი და არც ტონი პარკერი. „ატლანტაში“ კი ყველკა ლიდერმა, თუმცა მცირე ხნით ითამაშა. ზაზა ფაჩულიას კონკურენტმა ალ ჰორფორდმა 15 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მოინაგრა.
 
ფაჩულიას გუნდი საგამოფენო მატჩების სერიას აგრძელებს. მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს მემფისში „გრიზლისთან“ გაიმართბა.