ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით დაიწყო. “ატლანტა ჰოუქსის” ქართველმა ცენტრმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადებიუტო მატჩში “ნიუ ჯერსის” წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
 
ატლანტელებმა მეტოქე საბოლოოდ 106:70 გაანადგურეს და ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ფაჩულიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21 წუთი ითამაშა და 8 ორქულიანი სროლიდან 5 გამოიყენა. ფაჩულიამ უშეცდომოდ ესროლა 3 საჯარიმო და საბოლოოდ თავი 13 ქულას მოუყარა. ქართველი ცენტრი ორივე ფარქვეშ დომინირებდა და მატჩში ყველაზე მეტი – 11 მოხსნა მოაგროვა. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას Sin, “ვაშინგტონის” წინააღმდეგ გამართავენ.