ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო დენვერში ვერ ითამაშა

ისე და ისევ ფეხის ტრავმის გამო, ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი გამოტოვა. „ატლანტა ჰოუქსმა“ გასვლითი 6-მატჩიანი ტურნე მარცხით დაასრულა. შედეგად, ამ მოგზაურობიდან ატლანტელებს 3-3 მოგებ-წაგება შერჩათ, რაც არც ცუდი შედეგია და არც კარგი.
 
გასვლითი ტურნის ბოლო მატჩი „ქორებმა“ დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ წარმომადგენელ  „დენვერთან“ გამართეს და 88:104 დამარცხდნენ. ატლანტელთაგან 18 ქულით და 13 მოხსნით ალ ჰორფორდი გამოირჩა, რომელმაც ფაჩულიას არყოფნაში მოედანზე 34 წუთი გაატარა.
 
მომდევნო მატჩს ატლანტელები 6 მარტს, შინ, „ფილადელფიასთან“ გამართავენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ჰოუქსი“ 4-6 ადგილებს „ბრუკლინთან“ და „ჩიკაგოსთან“ იყოფს.