ზაზა ფაჩულიას “ატლანტა” “ჰიუსტონთან” დამარცხდა

 
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” “ჰიუსტონ როკიტსს” ეწვია და 84:92 დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა კი 5 ქულის, 8 მოხსნისა და 1 დაფარების მოგროვება შეძლო.
ფაჩულია ჯორჯიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 21 წუთში კი 5-დან 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 ჩააგდო.
“ჰოუქსმა” პირველი მეოთხედი 16:27 დათმო, თუმცა, დასკვნით თორმეტწუთეულს 2-ქულიანი უპირატესობით მიაღწია და გამარჯვების კარგი შანსიც ჰქონდა.
ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როდესაც ჰიუსტონელები უშეცდომოდ გაისარჯენ და 8 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
“როკიტსის” რიგგებში საუკეთესო იაო მინგმა 24 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა, “ჰოუქსის” ლიდერი ჯო ჯონსონი კი 22 ქულას გამორჩა.
ფაჩულიას კლუბს 12 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ინარჩუნებს.
“ჰოუქსი” მომდევნო მატჩს ხუთშაბათ დილით სან ანტონიოში “სპურზის” წინააღმდეგ გამართავს.
 

ბურთისთვის იბრძვიან ზაზა ფაჩულია და ჰიუსტონელი რაფერ ალსტონი