ზაზა ფაჩულიას ექვსიანები

ზაზა ფაჩულიას ექვსიანები

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელებმა ამჯერად შინ „ტორონტო რეპტორზი“ დაამარცხეს – 100:87. ატლანტელთათვის ეს გამარჯვება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მათ გადაუსწრეს კონფერენციასა და საკუთარ დივიზიონში უმთავრეს კონკურენტ „ორლანდოს“ და „ბოსტონის“, „მაიამისა“ და „ჩიკაგოს“ შემდეგ აღმოსავლეთში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
 
ზაზა ფაჩულიამ ამ შეხვედრაში 17 წუთს ითამაშა. ქართველმა ცენტრმა უშეცდომოდ ესროლა თამაშიდან (2–დან 2), ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 3–ში 2 სროლა ჩააგდო. შესაბამისად, ზაზამ 6 ქულა მოაგროვა,რასაც ამდენივე მოხსნა მოაყოლა და მთელი მისი მონაგარიც ეს გახლდათ.
 
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 4 თებერვალს შინ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.