ზაზა ფაჩულიას განცხადება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ფეხზე გადატანილი ოპერაციის გამო ნაკრებთან არაა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცხადება გააკეთა იმ არაჯანსაღ სიტუაციაზე, რომელიც დღესდღეობით ქართულ საკალათბურთო საზოგადოებაშია შექმნილი:
„არ მივესალმები იმ დაპირისპირებებს, რომელიც შეიქმნა საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის წინ.ჩვენ გველის უმნიშვნელოვანესი ტურნირი (ევროპის ჩემპიონატი), რომელიც წარმოადგენს ეროვნულ ინტერესის და ღირსების საკითხს. ამის გამო, ყველა კონფლიქტური საკითხის გარკვევა რომელიც დღეს არსებობს საქართველოს საკალათბურთო სამყაროში, უნდა გადაიდოს სანამ არ დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი. დღეს ჩვენ ბიჭებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ.“