„გოლდენ სტეიტმა“ სეზონის ერთ-ერთი უძლიერესი მატჩი ჩაატარა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთკონკურენტსა და ზოგადად, ამბიციურ გუნდს უმასპინძლა და 46 ქულით გაანადგურა. ოკლენდში სამეზობლოდან „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ ჩავიდა და უშანსოდ – 98:144 წააგო.
ძალიან იოლ მატჩში ყველა გოლდენსტეიტელს მოწია თამაშმა, ხოლო სასტარტო ხუთეულის წევრებმა თავის საშუალოზე ნაკლები დრო დაჰყვეს მოედანზე. ზეშედეგიანად ითამაშა სტეფ კარიმ, რომელმაც 29 წუთში 43 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კევინ დიურანტმაც 29 წუთი ითამაშა და 23 ქულას უწია.
ფაჩული სასატრო ხუთულში იყო და მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა. ქართელმა ცენტრმა 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ზაზა სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკრგა. კლიპერსელთა ცენტრმა, დეანდრე ჯორდამნა 23 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა, საუკეთესო კი 20 ქულით ბლეიკ გრიფინი გახდა.
ეს გახლდათ ოკლენდელთა სეზონის მე-40 გამარჯვება, რაც სრულიად ლიგაში ლიდერობის გარანტია. მომდევნო შეხვედრა „გოლდე სტეიტს“ 30 იანვარს პორტლენდში, „ბლეიზერსთან“ ელის.