ზაზა ფაჩულიას გუნდი ჰიუსტონთან დამარცხდა

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია დ მისი “ჰოქსი” საკუთარ მოედანზე შესანიშნავ ფორმაში მყოფ “ჰიუსტონთან” დამარცხდნენ 75:83.

“ჰიუსტონთან” საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10 წუთში 4 ქულა დააგროვა და თამაშიდან ერთადერთი სროლა გააფუჭა. ფაჩულიამ ოთხივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და შეხვედრა 3 მოხსნითა და 2-2 ფოლიტა და შეცდომით დაასრულა.
“ჰოქსის” რიგებში 28 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ჯო ჯონსონი, ხოლო ჯოშ სმიტმა კი 22 მოხსნა დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 64 მატჩი, 26:38, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, X ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში.
ზაზა ფაჩულია: 44 მატჩი (5 სასტარტოში), 4.8 ქულა, 3.9 მოხსნა, 0.5 პასი.
მომდევნო მატჩი: 14 მარტი (საკუთარ მოედანზე, “კლიპერსი”).