შარლოტი – ატლანტა 108:93
ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” ძალიან კარგად ჩაატარეს პირველი მეოთხედი და რვაქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი დამაჯერებლად მიიყვანეს მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე.
საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე 16 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა იყო. ზაზამ თამაშიდან ერთადერთი სროლა გამოიყენა და 5 ჯარიმიდან 4 ჩააგდო. მან მატჩი ორი პერსონალური შენიშვნით ჩაამთავრა.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო რეიმონდ ფელტონი, რომელმაც “შარლოტს” 23 ქულა შესძინა და ასევე 11 ზუსტი პასი გააკეთა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა – მაიამი 97:94
წინა შეხვედრის წაგების შემდეგ, “ატლანტამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მოგების შემდეგ, თავისი კონფერენციის საფლეიოფო ზონაში შევიდა.
მასპინძლებს ყველაზე მეტი, 39 ქულა, მათმა ლიდერმა, ჯო ჯონსონმა მოუტანა, რომელმაც 10 სამქულიანიდან 5 გამოიყენა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ცენტრს, ზაზა ფაჩულიამ მატჩი 19 წუთში 4 ქულით, ამდენივე მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა, თამაშიდან კი 3/2 სროლა გამოიყნა. ზაზა ასევე სამჯერ დაჯარიმდა, ელ ჰორფორდმა კი შეხვედრა 9 ქულიტა და 7 მოხსნით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 62 მატჩი, 26:36, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 10 მარტი (სტუმრად, “ორლანდოსთან”).