დეველოპერული კომპანია Royal Group-ი აგრძელებს აქციებს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. მორიგი აქცია გაიმართა ფიტნეს კლუბში Snapp Fitness Georgia-ში.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ წევრმა მერაბ ბოქოლიშვილმა და ყოფილმა მორაგბემ ბესო ბაღათურიამ.
მერაბ ბოქოლიშვილი (საკალათბურთო კლუბი „აკადემია“): „ამ აქციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. ზაზა ფაჩულია ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. მინდა, რომ ზაზამ ტორონტოში, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ-აქციაში მიიღოს მონაწილეობა. ეს ყველასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩვენ ხმას არა მარტო ზაზას, მთელ საქართველოს ვაძლევთ.“
ბესო ბაღათურია (აქციის მონაწილე): „ფაჩულია მეომარია. და ის იგებს. ზაზა წარმატებული სპორტსმენია და ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას.“
ვერონიკა მჭედლიშვილი (Royal Group, PR მენეჯერი): „საინტერესო აქცია იყო. უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება და ხმების მიცემის პროცედურის დასრულებამდე, კიდევ რამდენიმეს ვაპირებთ. ჩვენი კომპანია ზაზა ფაჩულიას დიდი გულშემატკივარია.“
ლევან დიასამიძე (Snapp Fitness Georgia): „ზაზა ყველას უყვარს. წელს ძალიან კარგი სეზონი აქვს და მაქსიმალურად ბევრი ხმა უნდა მიიღოს. ყველას მოვუწოდებ, ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას.“
Royal Group-ის პარტნიორები არიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, მუსიკალური მაღაზია GURU და კომპანია PSM. შემოგვიერთდით, გადადით საიტზე www.voteforzaza.com და მიეცით ხმა ზაზა ფაჩულიას!