ზაზა ფაჩულიას პირველი საგამოფენო

ზაზა ფაჩულიას პირველი საგამოფენო

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა და შინაურ არენაზე, დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში „მემფისთან“ 111:115 წააგო.  ცხადია, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ცენტრმაც, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 28 წუთი გაატარა.
 
ფაჩულია საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. მან 8 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ზაზამ თამაშიდან 4–ჯერ შეუტია და 2–ჯერ იხეირა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 8–დან მხოლოდ 4 სროლა გამოიყენა.
 
მომდევნო საგამოფენო მატჩს „ატლანტა“ 11 ოქტომბერს დეტროიტში ჩაატარებს

ფაჩულიასა და მარკ გასოლის ორთაბრძოლა