ამ გამთენიისას ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” დირკ ნოვიცკის “დალასთან” 98:100 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი მიმდინარე სეზონის პირველი ორმაგი დუბლი მოიხვეჭა.
ფაჩულიას ადგილი ხუთეულში ატლანტელთა ვცენტრის ალ ჰორფორდის მცირე ტრავმამ გამოათავისუფლა. ალ ჰორფორდმა “დალასთან” მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მისმა ქართველმა შემცვლელმა კი ორმაგი დუბლი გაახერხა და ბოლო წამზე ჯოსე ხუან ბარეას ბურთი არ ჩაეგდო, შეხვედრა დამატებით დროში გადავიდოდა.
ზაზამ მოედანზე 35 წუთი გაატარა და 13 ქულას 12 მოხსნაც მოაყოლა. მან ასევე გაახერხა 2 ჩაჭრა და 2 დაფარება, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გაიღო. ფაჩულიამ ჩააგდო 7–დან 4 ორქულიანი, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან შეუმცდარი იყო – 5–დან ყველა გამოიყენა.
ამ მარცხმა ატლანტელებს სატურნირე თვალსაზრისით ვერაფერი აზარალა. მაიკ ვუდსონის გუნდი კვლავ მეორეა თავის დივიზიონში, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეზე იმყოფება.
დალასელი დესაგანა დიოპი ზაზა ფაჩულიას დაფარებას ცდილობს