ზაზამ 17 თებერვალი გაისხენა

ზაზამ 17 თებერვალი გაისხენა

ზაზა ფაჩულიას ასე კარგად 17 თებერვლის მერე არ უთამაშია. მაშინ ქართველმა ცენტრმა „კლიპერსთან“ მოგებულ მატჩში 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ახლა კი, „ატლანტამ““ჩიკაგო“ 116:92 დაამარცხა, ფაჩულიამ კი კვლავ 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ზაზა მოედანზე 18,27 წუთით გამოჩნდა და 8 ქულა ასე შეაგროვა: 5–დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6–დან 4 საჯარიმო. ფაჩულიამ მეტოქის ფარზე 3 ბურთი მოხსნა, საკუთარზე კი 4, რასაც თითო ჩაჭრა–პასიც მოაყოლა და თავისიანთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.
ამ გამარჯვებით ატლანტელებმა აღმოსავლეთში მესამე ადგილი განიმტკიცეს, მომდევნო მატჩს კი ხვალ ფილადელფიაში ჩაატარებენ.
 

ზაზა ფაჩულიამ ჩიკაგოელი ჰაკიმ უარიკი ლამის დაჭმუჭნა