ჟურნალისტების საყურადღბოდ

ხვალ, 22 ივნისს რამდენიმე საკალათბურთო აქტივობაა დაგეგმილი. 13 საათზე, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება 2003 წელს დაბადებულ ბავშვთა საქართველოს მინი-კალათბურთის ფესტივალის გახსნა. საკალათბურთო აკადემიაში მოხდება ასევე 2003 და 2004 წლიანთა თბილისის მინი-კალათბურთის ფესტივალების პრიზიორი გუნდების დაჯილდოება.
საღამოს, 18:00 საათზე, მთაწმინდის პარკში დაიწყება 3X3 კალათბურთის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ქართველებთან ერთად ამერიკელებიც მიიღებენ.