ჟურნალისტების საყურადღებოდ!

ჟურნალისტების საყურადღებოდ!

23 დეკემბერს, 13 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში  გაიმართება 2020 წლის საქართველოს თასის კენჭისყრის ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობას იღებს სუპერლიგის 11 და  „ა“ ლიგის 5 გუნდი.

საქართველოს თასის კენჭისყრის დასრულების შემდეგ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ფედერაციის ხელმძღვანელი მედიასთან ერთად შეაჯამებს გასულ წელს და ისაუბრებს მომავალ ღონისძიებებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დამსწრეებს კალათბურთთან დაკავშირებით ნებისმიერი აქტუალური კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო ფურშეტი.