ჟურნალისტების საყურადღებოდ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, ფარმაცევტულ კომპანია „პსპ ფარმასთან“ ხელშეკრულებას ახანგრძლივებს. თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი კომპანია “პსპ ფარმას” ოფისში გაფორმდება.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ “პსპ ფარმას” ოფისში ხვალ, 7 მაისს, 12:00 საათზე. მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი №148