ჟურნალისტების საყურადღებოდ!

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. წასვლამდე, ნაკრები ბოლო ვარჯიშს გამართავს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც გამოცხადდება იმ 12 კალათბურთლის ვინაობა, რომლებიც საქართველოს სახელს რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში დაიცავს.
მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ აკადემიის დარბაზში 11 ივლისს, 12:30 საათზე.