ჟურნალისტების საყურადღებოდ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების ფარგლებში იტალიაში, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ხვალ, 18 ივნისს, სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება 20-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ 13 საათიდან.