ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხვალ, 6 აგვისტოს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. 16-წლამდელები გუშინ დაბრუნდნენ ბელგიიდან, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. მთლიანობაში კი გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 9 საკონტროლო მატჩიდან 6 მოიგო და 7 აგვისტოს, გამთენიისას, ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.
16-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიშზე დასასწრებად ჟურნალისტებს ვთხოვთ, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში 13:00 საათზე მობრძანდნენ.