ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხვალ, 12 დეკემბერს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“ გაიმართება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოველწლიური წიგნის პრეზენტაცია. „წლის წიგნი 2013-2014“-ში თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება, რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობა კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო.
ჟურნალისტებს ვთხოვთ მობრძანდნენ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“ 12 დეკემბერს, 16:00 საათზე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76 ბ