ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი. რუსთავი. 24 დეკემბერი. ფინალიენერჯი-ინვესტი 91:60 ნტდ-თბილისი27:20 15:13 34:8 15:19
ენერჯი: გამყრელიძე (13), ტუღუში (19), ლეჟავა (17), ბაბიაშვილი (12), უგრეხელიძე (11); დვალიშვილი (4), დიდია (2), მაჭავარიანი, არწივიძე (3), ხმელიძე, ტუჯანი (6), ჭოჭუა (4)ნტდ: ფაშაევი, ნუფთალიევი (3), სარიევი (14), ბარბაქაძე (28 ქულა, 12 მოხსნა), ბახშიევი (5); ჩიტაშვილი (4), გლოველი, როდუმტა (2), სუხიშვილი (4), კეიდია, კოღუაშვილიმსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილიკომისარი: თენგიზ ქიქოძე
ტრადიციულად ქცეული ზურაბ საკანდელძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი, რომელიც წლეულს მეოთხედ გაიმართა, “ენერჯი-ინვესტმა” მოიგო. ტურნირის მასპინძელმა გუნდმა დღეს ფინალურ მატჩში 91:60 დაამარცხა “ნტდ-თბილისი” და გამარჯვებულისთვის დაწესებული გარდამავალი თასი მინიმუმ ერთი წლით რუსთავში დატოვა. მემორიალის წინა გამარჯვებული “ავიამშენი” კი ამჯერად საერთოდ არ მონაწილეობდა ტურნირში, რის მიზეზადაც გუნდში არსებული ფინანსური კრიზისი დასახელდა.რუსთაველებმა ჯგუფის პირველი ორი შეხვედრა გასახურებლად გამოიყენეს, “სასოფლოსა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს ერთი ამოსუნთქვით მოუგეს და დღეს ფინალშიც იყოჩაღეს. სამწუხაროდ, შეხვედრა ისეთი არ გამოდგა, ფინალს რომ ეკადრება _ “ენერჯი-ინვესტმა” დიდი უპირატესობით დაამარცხა მეტოქე.შედარებით თანაბარი მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 9 ქულით მოიგეს. პირველ წუთებზე კი ისეთი ბრძოლა გახურდა, რომ მაყურებელი ალბათ დაძაბულ ფინალს მოელოდა, მაგრამ…
რუსთაველმა ბესიკ ლეჟავამ პირველ მეოთხედში სამი სამქულიანი ჩააგდო და თავისიანები 18:10 დააწინაურა. ამის შემდეგ უკვე ნტდ-ს ახალწვეულის, ახლახან თსუ-დან შემატებული დავით ბარბაქაძის ჯერი დადგა, რომელიც შეგედიანად ლაშქრავდა “ენერჯი-ინვესტის” კალათს და როცა ანარ სარიევმა სამქულიანი ჩააგდო, ანგარიში გათანამბრდა _ 20:20. პირველი მეოთხედის დასრულებამდე დარჩენილ დროში ლაშა გამყრელიძემ ითავა ლიდერობა და ზედიზედ მითვლილი ქულების შემდეგ “ენერჯი-ინვესტი” პირველ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გაიყვანა _ 27:20.მეორე მეოთხედში მოედანზე რუსთაველთა სათადარიგონი გამოჩდნენ და ერთ-ერთი მათგანის, დავიტ არწივიძის სამქულიანის შემდეგ მასპინძელბი 15 ქულით დაწინაურდნენ. თბილისელებმა სამქულიანები მოიშველიეს, ბარბაქაძემაც უმატა სიზუსტეს და როგორც ზემოთ ვახსენეთ, პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველთა ლიდერობა 9 ქულამდე შეიკვეცა.თამაშიც აქ დამთავრდა, რადგან მატჩის განახლება იყო და მოედანზე ბრძოლა და დაძაბულობა არავის უნახავს. მეორე ტაიმში სულ სხვა, ენერგიული და მობილიზებული “ენერჯი-ინვესტი” ვიხილეთ. რუსთაველებს გამოსდიოდათ ყველაფერი, დაცვა, სროლა, სწრაფი შეტევა, რასაც ენტედე-ლთა შეცდომებიც ერთვოდა და მეორე ტაიმის საწყისი 6-წუთეული მასპინძლებმა 23:0 (!) მოიგეს, რითაც ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვიეს. მესამე მეოთხედის ბოლოს რუსთაველთა ჩინებული თამაშის წყალობით ანგარიშში სხვაობა 35 ქულამდე გაიზარდა და შეხვედრამ აზრი დაკარგა. ბოლოს რუსთაველებმა ახალგაზრდული გუნდიდან დამატებულ ბიჭებს უხმეს მოედანზე, რომლებმაც თავი არ შეირცხვინეს და “ენერჯი-ინვესტმა” საბოლოოდ 31 ქულით იმარჯვა და ქორქია-საკანდელიძის თასს დაეპატრონა.მემორიალზე დაწესებული იყო მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ამპლუაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების პრიზები, რომლებიც “ენერჯი-ინვესტის” წევრებმა დაიმსახურეს. საუკეთესო უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე გახდა, ხოლო ფორვარდი _ ბესიკ ლეჟავა. გამარჯვებულ გუნდს მთავარი პრიზი _ ქორქია-საკანდელიძის სახელობის თასი ამ ოლიმპიური ჩემპიონების მეუღლეებმა: ქალბატონმა მანანამ და მაცაცომ გადასცეს.
გივი ბიჭიაშვილი ლაშა გამყრელიძეს აჯილდოვებს
ბესიკ ლეჟავამ პრიზი ნოდარ ქორქიასგან მიიღო
რუსთაველთა კაპიტანმა კოტე ტუღუშმა თასი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მეუღლეებისგან ჩაიბარეს