ზურაბ ტომარაძის საკალათბურთო სკოლა

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულმა ზურაბ ტომარაძემ საკალათბურთო სკოლა გახსნა, სადაც 8–12 წლის ბავშვები ვარჯიშობენ. სკოლა შექმნილია ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საკალათბურთო სექციები კი სპორტკომპლექს „ქარიშხალაშია“ (უნივერსიტეტის ქუჩა, #5) თავმოყრილი.
ამ საკალათბურთო სკოლაში ზურაბ ტომარაძესთან ერთად სხვა მწვრთნელებიც მუშაობენ: ვეტერანი კალათბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი არჩილ ჟღენტი, რომელიც ამავდროულად საქართველოს კადეტთა ნაკრების ასისტენტი მწვრთნელიცაა და ირაკლი ტომარაძე, ახალგაზრდა, საერთაშორისო სემინარებგამოვლილი მწვრთნელი.
საკონტაქტო ტელეფონები:  855 900 693 ,  899 16 15 14 ,  895 30 30 02 
 

ზურაბ ტომარაძე
 

არჩილ ჟღენტი იგორ კოკოშკოვსაც ასისტენტობდა ეროვნულ ნაკრებში