საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალში ვერ გავიდა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში მიმდინარე ევროპი ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალში ქართველებმა შოტლანდიასთან წააგეს. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, ბოლო პერიოდი 24:14 მოიგო, მაგრამ გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
შოტლანდიამ შეხვედრა უკეთესად დაიწყო და სამი პერიოდი შემდეგი ანგარიშებით მოიგო – 12:10, 20:11 და 17:12. ბოლო ათწუთულის წინ 16 ქულით ჩამორჩენილმა საქართველოს ნაკრებმა მოინდომა, თამაში გამოასწორა, ჩამორჩენის შემცირებაც იწყო, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის დრო არ ეყო. 10 ქულით მოგებული პერიოდი მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. შოტლანდიამ 63:57 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, საქართველოს ნაკრები კი 8 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩს მასპინძელ მოლდოვასთან გამართავს.
შოტლანდია – საქართველო
სტატისტიკა: 63:57