საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ავსტრიაში გაემგზავრა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი ნაკრები უკვე მეორე სეზონია, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს. 2017 წელს ქართველმა გოგონებმა რანგით მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, წლეულს კი სავარაუდოდ უფრო მაღალ შედეგს უნდა ველოდოთ.
წლეულს B დივიზიონს 3-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ავსტრიის ქალაქები – ობერვარტი, ფიურსტენფილდი და გუსინგი უმასპინძლებენ. ტურნირში მთლიანობაში 24 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში – ფინეთთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან, კვიპროსთან და ისლანდიასთან მოხვდა. ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.
3 აგვისტო რუმინეთი – საქართველო 22:15
4 აგვისტო საქართველო – ისლანდია 22:15
5 აგვისტო ფინეთი – საქართველო 20:00
7 აგვისტო საქართველო – პორტუგალია 17:45
8 აგვისტო კვიპროსი – საქართველო 22:15
მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს ორგანიზატორი ფიბა, რომელიც ყველა შეხვედრას საკუთარ Youtube-ის გვერდზე გადმოსცემს. ბმულები თამაშის დღეს განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზეც. ბოლოს გეტყვით, რომ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე აღნიშნული ტურნირის შესაბამის გვერდზე დაიდო სტატია სათაურით: “ჩვენი 8 სუპერ მოთამაშე, რომელთაც შეგიძლიათ უყუროთ B დივიზიონის მატჩებში. 8-დან ერთი ნატალია ოთხმეზური გახლავთ, რომლის ფოტოც აღნიშნული სტატიის სათაურშია გამოტანილი (ჩვენი ამ ნიუსის მთავარი ფოტოც იგივეა).