საქართველოს ჩემპიონი 14 წლამდე გოგონათა შორის საკალათბურთო კლუბი “ბასტიონი” გახდა. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “ქუთაისი” დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში – 62:57 დაამარცხა. ჩემპიონობის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ლიზა ჭარელმა, ციცქნა და სხარტმა გოგონამ, რომელმაც ქუთაისელებს 45 ქულა ჩაუგდო და “ბასტიონს” გაამარჯვებინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დებიუტში ქუთაისელები დამაჯერებლად იგებდნენ. იმერული გუნდის უპირატესობამ ერთ ეპიზოდში 10 ქულასაც მიაღწია, პირველი პერიოდი კი ქუთაისელთა გამარჯვებით – 18:11 დასრულდა. მეორე ათწუთეულში “ბასტიონის” გოგონებმა დაცვა გააძლიერეს, ლიზი ჭარელმა კი 8 ქულა მიითვალა და დიდ შესვენებამდე ანგარიში გათანაბრდა – 23:23.
თამაში თანაბრად გაგრძელდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხანაც – მეორე. ბოლო წუთზე “ბასტიონი” 4 ქულით იგებდა, თუმცა კობეშავიძისა და ტყეშელაშვილის ქულებით ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. აქ კი “ბასტიონი” უფრო მობილიზებული აღმოჩნდა. იმერლებს კი გადაღლა დაეტყოთ, რითაც ბასტიონელებმა ისარგებლეს და ჩემპიონობამდე მივიდნენ.
შეხვედრის დასრულების შემგდეგ ქუთაისელებს და ბასტიონელებს შესაბამისი სინჯის მედლები ტურნირის ორგანიზატორი ორგანიზაციის – ქალთა კალათბურთის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკე გიორგაძემ დააჯილდოვა. მანვე გადასცა საჩემპიონო თასი “ბასტიონის” კაპიტან ანა ნამგალაძეს.
მესამე ადგილის მფლოფელი გახდა “კასპის” გოგონათა გუნდი