გოგონების მარცხი ფავორიტ ფინეთთან

გოგონების მარცხი ფავორიტ ფინეთთან

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მორიგი მარცხი განიცადა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ჩვენი ჯგუფის ფავორიტ ფინეთს შეხვდა და 39:121 წააგო.

წინა მატჩის მსგავსად, ჩვენს ნაკრებში ბომბარდირი ნატალია ოთხმეზური გახდა 19 ქულით, თუმცა საერთო სარგებლიანობის ინტექსით საუკეთესო შედეგი მარიამ ღარიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

3-დან 3 მარცხით საქართველო კვიპროსთან ერთად ჯგუფის ბოლო ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს ქართველები 7 აგვისტოს, პორტუგალიასთან გამართავენ. 

ფინეთი – საქართველო
სტატისტიკა: 121:39