LIVE! Armenia VS Georgia #FIBAU16EUROPE

LIVE! Armenia VS Georgia #FIBAU16EUROPE

 9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს მასპინძლობს,  სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ალბანეთის, ჩრდ. მაკედონიის, მალტის და სომხეთის  გუნდები.

ქვეყანაში არსებული პანდემიისა და მისი რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს განახორციელოს ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც არ შეაფერხებს და ხელს შეუწყობს მომავალი თაობისა და კალათბურთის განვითარებასა და წინსვლას.

FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, გულშემატკივრების დასწრების გარეშე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი) ტარდება.