LIVE! Malta VS Georgia #FIBAU16EUROPE

LIVE! Malta VS Georgia #FIBAU16EUROPE

 9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, ჩრდ. მაკედონიის, მალტის და სომხეთის  გუნდები.

ქვეყანაში არსებული პანდემიისა და მისი რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს განახორციელოს ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც არ შეაფერხებს და ხელს შეუწყობს მომავალი თაობისა და კალათბურთის განვითარებასა და წინსვლას.

FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, გულშემატკივრების დასწრების გარეშე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი) გაიმართება.