ქალთა ლიგის 2012 წლის ჩემპიონი ,,ოლიმპი” გახდა, რომელიც წლევანდელ ქალ-კალათბურთელთა ჩემპიონატში პირველად ჩერთო.
ოლიმპის გუნდმა მიმდინარე სეზონი წაუგებლად დაასრულა და ცხრილში პირველ ადგილზე დამკვიდრდა, ფინალში კი ,,ზესტაფონი” იოლად, 80:48 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ოლიმპელებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და პირველ ნახევარში სოლიდური სხვოაბით, 41:24 დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ოლიმპის გუნდმა მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა და შეხვედრა იოლი გამარჯვებით დაასრულა. ზესტაფონელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით, 19 ქულითა და 12 მოხსნით ანა მაისურაძემ ულიდერა, ხოლო ზესტაფონის გუნდს 17 ქულა ნინო კვირიკაძემ შესძინა.
ქალთა ლიგის 2012 წლის სეზონი საქართველოს თასით დასრულდება, სადაც ერთმანეთს ოლიმპისა და ზესტაფონის გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 13:00 საათზე დაიწყება.