ქალთა ლიგის ორი მატჩი გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ერთმანეთს დებიუტანტები – ,,ოლიმპი” და ,,ახმეტა” დაუპირისპირდნენ, სადაც ოლიმპელებმა მეტოქე იოლად, 77:39 დაამარცხეს.
ოლიმპის გუნდმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მიმდინარე სეზონში მორიგი გამარჯვება გაიფორმა. ახმეტელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი მარიზა ხოხობაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა და 16 მოხსნა შესძინა, ხოლო ელა ზარავანდაშვილს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 12 ქულა და 9 მოხსნა. ,,ოლიმპის” მხრიდან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა – ანა მაისურაძემ 10 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო სალომე სირბილაძემ 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ოლიმპის გუნდმა მეორე შეხვედრა ქუთაისში გამართა, სადაც მასპინძლებს დამაჯერებლად 84:65 სძლია და მიმდინარე სეზონში წაუგებელ სერიას აგრძელებს. მასპინძლებმა დებიუტანტებთან ვერაფერი გააწყეს და შეხვედრა მარცხით დაასრულეს. ქუთაისელთაგან ორმაგი დუბლი ნელი ჟორჯოლიანისა (28ქ.14მ) და ქრისტინე ალანიას (16ქ.18მ.) ანგარიშზეა, ხოლო ოლიმპელებს 25 ქულით მაია ჩარგეიშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი კი ხათუნა საჯაიამ (24ქ.13მ) და ანა მაისურაძემ გაიფორმეს.(15ქ.11მ).