ქალთა ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს ,,ოლიმპი“ და ,,ახმეტა“ დაუპირისპირდნენ.
დებიუტანტთა შეხვედრა ,,ოლიმპის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს დიდი სხვაობით, 98:44 სძლია. ოლიმპელებმა მატჩი თვაიდანვე ჩინებულად დაიწყეს და პირველ ტაიმში წინ 42:24 გავიდნენ. მოპოვებული უპირატესობა მასპინძლებმა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდეს და თავიაანთ სასარგებლოდ 71:34 დააფიქსირეს. ,,ახმეტამ“ ვერც დასკვნით მეოთხედში გაუწია მეტოქეს წინაღმდეგობა და უშანსოდ დამარცხდა. ოლიმპელებს 47 ქულით ხათუნა საჯაიამ ულიდერა, რომელმაც 22 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ბომბადირი და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა საჯაიას თანაგუნდელმა მაია ჩარგეიშვილმაც, რომელმაც 18 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ახმეტელთა შემადგენლობაში 17 ქულით თინა ხოხობაშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დიბლი მარიზა ხოხობაშვილმა და ელა ზარავანდაშვილმა შეასრულეს. ხოხობაშვილმა 10 ქულა ად 13 მოხსნა დააგროვა, ხოლო ზარავანდაშვილის ანგარიშზე 10 ქულა და ამდენივე მოხნაა.