ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა ქალთა ლიგის შეხვედრა ,,ოლიმპსა” და ქუთაისს” შორის, სადც ოლიმპელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 84:45 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს კვლავაც წაუგებლად ლიდერობენ.
მასპინძლებმა შეხვედრის საწყისი წუთები თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და პირველ პერიოდში 26:12 დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ოლიმპელებმა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნეს და ტაიმში 41:30 იმარჯვეს. დიდი შესვენების შემდეგ ქუთაისელები აქტიურად ათამაშდნენ და აღნიშნული მონაკვეთის შუაწელში ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ოლიმპის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, დაცვაში ჩინებულად გაისარჯა და პერიოდისბოლოს დიდი ანგარიშით გავიდა წი – 71:38. დასკვნით მეოთხედში ,,იმერლებმა” ვერაფერი გააწყეს და მორიგი მარცხი განიცადეს.
,,ოლიმპს” 19 ქულით სალომე სირბილაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. ქეთი მოდებაძემ 10 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო ხათუნა საჯააას ანგარიშზე 16 ქულა და 11 მოხსნაა.
რაც შეეხება ქუთაისის გუნდს, მის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 15 ქულა ნინო გაბიძაშვილმა მიითვალა ხოლო ორმაგი დუბლი თამარ მანაგაძემ და ნელი ჟორჯოლიანმა შეასრულეს. მანაგაძემ 11 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ხოლო ჟორჯოლიანმა საკუთარ გუნდს 13 ქულა და14 მოხსნა შესძინა.