ოლიმპმა მორიგი გამარჯვება ზესტაფონთან იზეიმა

ოლიმპმა მორიგი გამარჯვება ზესტაფონთან იზეიმა

ქალთა ლიგის მორიგი მატჩი შედგა ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც ერთმანეთს შარშანდელი ჩემპიონი ,,ზესტაფონი“ და დებიუტანტი ,,ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩში ,,ოლიმპის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე იოლად, 79:53 დაამარცხა.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული დებიუტანტებმა ჩინებულად დაიწყეს.  მოპოვებული უპირატესობა მეორე მეოთხედშიკიდევ უფრო გაზარდეს და ტაიმში დიდი სხვაობით დაწინაურდნენ – 42:15.  ,,ზესტაფონმა“ ვერც მატჩის მეორე ნახევარში შეძლო მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა.  ოლიმპელებმა პრაქტიკულად მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, მატჩი დამაჯერებლად იმარჯვეს და ქალთა ლიგაში წაუგებელ სერიას აგრძელებენ.

,,იმერლებს“ 20 ქულით ულიდერა ნათია აბულაძემ, ხოლო ,,ოლიმპის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა გამოჩინა. ხათუნა საჯაიამ 20 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო ანა მაისურაძის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნაა.