დღეს ქუთაისში საქართველოს ქალთა საკალათბურთო ლიგა დაიწყო. წლევანდელ ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობს – „რუსთავი“, „ზესტაფონი“, „ახმეტა“ და „ქუთაისი“.
წინა ჩემპიონატის მსგავსად, ქალთა ლიგაში ამჯერადაც 4 გუნდი იასპარეზებს. სამწუხაროდ, ქალთა ლიგაში არ ითამაშებს „ოლიმპი“. ჩემპიონატს დაუბრუნდა „რუსთავი“, რომელიც 2 წლის წინ საქართველოს პირველობაზე ასპარეზობდა, გასულ სეზონში კი ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია. რეგულარული ჩემპიონატი ოთხ წრედ – საქართველოს ხუთ ქალაქში – ქუთაისში, თერჯოლაში, თელავში, რუსთავსა და თბილისში ჩატარდება.
4 წრის შემდეგ ჩემპიონატი პლეი ოფით გაგრძელდება. გუნდები ნახევარფინალში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან – პირველი მეოთხეს შეხვდება, მეორე – მესამეს. ნახევარფინალები და ფინალი ერთ გამარჯვებამდეა.
ქალთა ლიგის პირველი ტური დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისი -რუსთავის ,,ვეჯინი” და ზესტაფონი – ახმეტა დაუპირისპირდნენ. რუსთავის გუნდმა 78:68 დაამარცხა ქუთაისი, ხოლო ზესრაფონმა ახმეტელბს 3 ქულის სხვაობით, 65:62 სძლია.
პირველი ტურის დანარჩენს მატჩებს 15 და 16 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.
ქუთაისი – რუსთავის ,,ვეჯინი” 68:78
ქუთაისი: ნინო გაბიძაშვილი – 23 ქულა, თამარ მანაგძე – 15 ქულა, ნინო მურღულია – 10 ქულა, 9 მოხსნა, ნელი ჟორჟოლიანი – 9 ქულა, 11 მოხსნა, მადონა ჟორჟოლიანი – 9 ქულა
რუსთავი: ხათუნა საჯაია – 22 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, ანა მაისურაძე – 21 ქულა, 16 მოხსნა, დარეჯან წიქორიძე – 13 ქულა, 17 მოხსნა
ზესტაფონი – ახმეტა 65:62
ზესტაფონი: თამუნა მანჩხაშვილი – 25 ქულა, შორენა კუპატაძე – 16 ქულა, ქეთი მოდებაძე – 13 ქულა, 14 მოხსნა, თიკო ჭიჭინაძე – 9 ქულა, 11 მოხსნა
ახმეტა: ელისო ზარავანდაშვილი – 14 ქულა, თინა ხოხობაშვილი – 13 ქულა, მარი მამუკელაშვილი – 12 ქულა