საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის რუსთავის ტურით
დაიწყო. ჩემპიონატში 4 გუნდი მონაწილეობს – რუსთავის“ვეჯინი, „ქუთაისი“, „ახმეტა“ და
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები.
ნაკრებისთვის ეს ჩემპიონატი შესანიშნავი საშუალებაა
ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში
გოგონათა ნაკრები თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ღირსებას
დაიცავს.
რუსთავში გამართულმა ტურმა მასპინძძელი გუნდის დომინირებით
ჩაიარა. დავით არწივიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა სამივე მატჩი იოლად მოიგეს და პირველი
წრის შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს. მეორე ადგილზეა 16-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც „ახმეტასაც“
მოუგო და „ქუთაისსაც“. აუტსაიდერთა მატჩი ახმეტელებსა და ქუთაისელებს შორის ახმეტელებმა
მოიგეს და მიმდინარე გათამაშებაშ მესამე ადგილზე განთავსდნენ.
ჩემპიონატის მორიგი, მეორე ტური თბილისში – 27, 28 და
29 მაისს გაიმართება.
19 მაისი
ნაკრები – ქუთაისი 50:38
ახმეტა – რუსთავი 45:73
20 მაისი
ქუთაისი – ახმეტა 44:55
რუსთავი – ნაკრები 63:52
21 მაისი
ახმეტა – ნაკრები 36:59
რუსთავი – ქუთაისი 85:46