ქალთა ლიგის მე-4 ტურს თერჯოლამ უმასპინძლა

ქალთა ლიგის მე-4 ტურს თერჯოლამ უმასპინძლა

29:04:11   IV ტური (თერჯოლა)

ზესტაფონი – ქუთაისი 74:39 (20:10; 23:4; 17:13; 14:12)

რუსთავი – თსუ     64:57 (17:13; 17:20; 15:9; 15:15)

30:04:11

ზესტაფონი – თსუ 78:58 (22:14; 24:7; 17:16; 16:18)

ქუთაისი – რუსთავი 53:67 (11:13; 22:14; 3:19; 17:21)

01:05.11

თსუ – ქუთაისი 73:57 (23:6; 15:14; 14:13; 21:24)

ზესტაფონი – რუსთავი 79:70 (22:17; 18:21; 25:10; 14:22)

29 აპრილიდან 1 მაისის თერჯოლამ ქალთა ჩემპიონატის მე-4 ტურს უმასპინძლა. ტურის პირველ მატჩი ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერმა ,,ზესტაფონმა ,,ქუთაისი” იოლად – 74:39 დაამარცხა.

გამარჯვებულ გუნდს 15 ქულით ასმიკ მამიკონიანმა ულიდერა, ხოლო ქუთაისელთაგან 11 ქულით ქრისტინე ალანია გამოირჩა.

,,რუსთავისა” და თსუ-ს შეხვედრა რუსთაველთა გამარჯვებით 64-57 დასრულდა. ქვემოქართლელთაგან საუკეთესო 21 ქულით ხათუნა საჯაია იყო, ხოლო თსუ-ს რიგებში, ყველაზე მეტი 22 ქულა მაკა კუპატაძემ მიითვალა.

ტურის მომდევნო შეხვედრებში ერთმანეთს ,,ზესტაფონი” თსუ და ,,ქუთაისი” ,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ. ზესტაფონელებმა თსუ-ს 20 ქულის სხვაობით – 78:58 სძლიეს. იმერელთა შემადგენლობაში 19 ქულით ასი მამიკონიანი გამოირჩა, ხოლო თსუ-ს 23 ქულით კვლავ მაკა კუპატაძემ ულიდერა. ,,ქუთაისი“ რუსთავმა ანგარიშით 67:53 დაამარცხა .გამარჯვებულთა რიგებში 26 ქულით საუკეთესო ნათია აბულაძე გახლდათ, ხოლო ქუთათურების მხრიდან 21 ქულით ქრისტინე ალანია გამოირჩა.

ტურის დასკვნით დღეს კი თსუ ,,ქუთაისს” შეხვდა, ხოლო ,,ზესტაფონი” – ,,რუსთავს”.

თსუმ მატჩი 73: 57 მოიგო, ზესტაფონისა და რუსთავის შეხვედრა კი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, სადაც საბოლოოდ ზესტაფონმა 9 ქულის სხვაობით იმარჯვა – 79:70.

თსუ- ს რიგებში 14- 14 ქულა ლ. ურუსაძისა და ქ. მოდებაძის ანგარიშზეა, ხოლო ქუთაისელთაგან ამდენივე, 14-14 ქულა ქრისტინა ალანიამ და ნელი ჯორჯოლიანმა მიითვალეს.

რაც შეეხება ,,ზესტაფონისა“ და ,,რუსთავის წყვილს“, იმერელთაგან 28 ქულით მატჩის ბომბარდირი ანა პეტროსიანი გახდა, ხოლო რუსთავს 24 ქულით ნათია ფუტკარაძემ ულიდერა.

სატურნირო ცხრილი

                            

ზესტაფონი       12       11     1           873:618         23

თსუ                      12       7        5            761:663           19

რუსთავი            12       6        6           716:737         18

ქუთაისი            12        0         12         500:837          12