ქალთა ლიგის ფინალში “დინამო” “ზაზას აკადემიას” დაუპირისპირდება

ქალთა ლიგის ფინალში “დინამო” “ზაზას აკადემიას” დაუპირისპირდება

საქართველოს ქალთა ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. 25 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც “ზაზას აკადემიამ” “ქუთაისს” 75:61 მოუგო, ხოლო “დინამომ” “ხაშური” 81:42 დაამარცხა. 

შეაბამისად, გამარჯვებული გუნდები ფინალში გავიდნენ და საქართველოს ჩემპიონობას 26 ივნისს, 19:00 საათზე გაითამაშებენ. დამარცხებულებს კი ელით მატჩი მესამე ადგილისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგაში 4 გუნდი მონაწილეობდა, რომელიც 1 ჯგუფში იყო თავმოყრილი და  4 წრე ითამაშა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილე გუნდები ცხრილში განლაგდნენ და პლეი ოფში დაწყვილდნენ. 

ისევე როგორც მე-3 ადგილისთვის მატჩი, ფინალიც ერთ მოგებამდეა. “ზაზა” – “დინამოს” შორის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება, ხოლო “ხაშური” – “ქუთაისს” შორის უმჯობესი მე-3 ადგილს დაიკავებს.