ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

დასრულდა ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი და გაირკვა
ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ. რეგულარული
ჩემპიონატი 2 ჯგუფად ჩატარდა, რომლებშიც 3-3 გუნდი იყო გადანაწილებული.
ორივე ჯგუფის გუნდებმა ერთმანეთში 3 წრე ითამაშეს და
თითოეულიდან 2-2-მა საუკეთესომ  პლეი ოფში გააღწია.
„ა“ ჯგუფში 6-დან 5 მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა თბილისის „ვეჯინმა“, რომელიც
ნახევარფინალში „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან „თელავს“ შეხვდება. თელაველებმა დღეს ბოლო
ტურის მატჩი შინ „დინამოსთან“ წააგეს და ამ უკანასკნელთან ჯგუფის პირველი ადგილის დათმობა
მოუხდათ.
ჯგუფში 5 მოგების და პირველი ადგილის მომპოვებელმა
„დინამომ“ ნახევარფინალურ მეტოქედ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ირგუნა. ნაკრები
გუნდი გასული სეზონის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დაცვას დინამოელებთან ნახევარფინალური
სერიით დაიწყებს.

ნახევარფინალური მატჩები 16 ივნისს გაიმართება. გამარჯვებულები
ფინალში გავლენ და საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს 17 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში
დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს გაიმართება მატჩი მე-3 ადგილისთვის.