ქალთა ლიგის ორი შეხვედრა თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. თბილისის სპორტის სასახლემ ,,ზესტაფონისა” და ,,ქუთაისის’ მატჩს უმასპინძლა – იმერელთა დერბი ქუთაისელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს დიდი სხვაობით 85:59 სძლიეს. ზესტაფონელებს 18 ქულა ფატი ხუსკივაძემ შესძინა, რომლემაც 15 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო გამარჯვებულებს ნელი ჟორჟოლიანმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 37 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლია. ჟორჟოლიანს მხარი მისმა თანაგუნდლემა თაკო მანაგაძემაც აუბა, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.
,,ქუთაისმა” ზედიზედ მეორე მოგება საკუთარ მოედანზე მოიპოვას, სადაც ახმეტელებს შანსი არ დაიტოვა და 107:32 იმარჯვა. მასპინძლებს 42 ქულით კვლავ ზემოხსენებულმა ნელი ჟორჟოლიანმა ულიდერა, ხოლო ,,ახმეტას”10 ქულა ელა ზარავანდაშვილმა შესძინა.