ქუთაისისა დ ოლიმპის გამარჯვებები

ქუთაისისა დ ოლიმპის გამარჯვებები

ქალთა ლიგის მორიგი ტურის ორი მატჩი ქუთაისსა და თბილისში გაიმართა. ქუთაისში ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,ახმეტას“ უმასპინძლა და მეტოქე იოლად, 77:34 დაამარცხა.

ქუთაისელებმა მატჩი თავიდანვე ჩინებულად დაიწყეს და საწყის ათწუთეულში 20:11 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით, 38:19 გავიდნენ. ახმეტელებმა ვერც მესამე მეოთხედში შეძლეს მეტოქსისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ქუთაისის გუნდმა შეხვედრის ამ მონაკვეთში ჩინებულად იასპარეზა დაცვაში და ანგარიშში სხვაობა კიდევ  უფრო გაზარდა  – 61:29.  შეხვედრის დასკვნითი მეოთხედი ,,ქუთაისმა“ კვლავ მობილიზებულად ჩაატარა და სოლიდური მოგება გაიფორმა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ნელი ჟორჟოლიანი იყო, რომელიც 34 ქულითა და 35 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი და ამავდროულად მატჩის ბომბარდირი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ჟორჟოლიანის თანაგუნდელმა ნინო გაბიძაშვილმა, რომლის მონაგარიც 12 ქულა და 10 მოხსნაა.

საინტერესო გამოდგა ,,ოლიმპისა“ და ,,ზესტაფონის“ დაპირისპირება. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც გამარჯვება ოლიმპის გუნდმა მოიპოვა – 73:63.  მატჩის პირველი პერიოდი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ,,იმერლები“აქტიურად ათამაშდნენ და ტაიმში 33:28 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში ,,ოლიმპმა“ შეძლო თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა და ათწუთეულის მიწურულს 52:45 გავიდა წინ. დასკვნით მეოთხედში ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და მორიგი გამარჯვება გაიფორმეს.

,,ზესტაფონის“ შემადგენლობაში საუკეთესო ნათია აბულაძე იყო, რომელმაც 28 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო მოგებულთა მხრიდან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიფორმა. ხათუნა საჯაიამ 31 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ხოლო თიკო ცხადაიას ანგარიძზე  11 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა.