ქუთაისმა ახმეტა იოლად დაამარცხა

ქუთაისმა ახმეტა იოლად დაამარცხა

ქალთა ლიგის მორიგი მატჩი თელავში გაიმართა, სადაც ,,ახმეტამ“ ,,ქუთაისს“ უმაპინძლა.

შეხვედრა ,,იმერელთა“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს დამაჯერებლად 83:60 სძლია. მატჩი თავიდანვე ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც დებიუტანტები პირველ ტაიმში 46:24 დაამარცხეს. მასპინძლებმა ვერც მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ,,ქუთაისმა“ ახმეტელებს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და  იოლი გამარჯვება მოიპოვა.

,,ახმეტის“ შემადგენლობაში 38 ქულით  ნინო მამუკელაშვილი გამოირჩა, ხოლო ქუთაისელებს ნელი ჟორჟოლიანმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულითა და 19 მოხნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.