საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მეორე მატჩი ავსტრიასთან გამართა და 49:80 დამარცხდა. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2 ტურის შემდეგ თითო მოგებ-წაგება დააგროვა და დღეს ყოფნა-არყოფნის მატჩი ელის მალტასთან. ქართველებს მალტელთა დამარცხება სჭირდებათ, ჯგუფში მეორე ადგილზე რომ გავიდნენ და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვონ.
ავსტრიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 15:30 წააგო, ხოლო მეორე 7:12 დათმო. თამაში ისე ჩამთავრდა, ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა ვერ მოახერხა ვითარების გამოსწორება. ავსტრიელები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში პირველად ასპარეზობენ და ზოგადად, ქალთა კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზე არიან. ქართველთაგან 17 ქულით საუკეთესო იყო ნინო გადელია, ხოლო 13 ქულა თამარ პაპუაშვილმა დააგროვა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში პირველ ტურში ქართველებისგან ძლეულმა მონაკომ მალტა 66:59 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურში აუტსაიდერი მალტის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – ავსტრია
სტატისტიკა: 49:80