საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ანდორაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ანდორა ლა ველა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონს მასპინძლობს. ევროპის ჯუჯა-სახელმწიფოში კონტინენტის 7 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთში საუკეთესოს გამოავლენენ. ეს ქვეყნები არიან: გიბრალტარი, ანდორა, საქართველო, სომხეთი, მონაკო, მალტა და მოლდოვა.
C დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი გიბრალტარია. საქართველო შარშან B დივიზიოში თამაშობდა, თუმცა რანგით უფრო ძლიერ გარემოში კონკურენციას ვერ გაუძლო და C დივიზიონს ფავორიტად დაუბრუნდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში მოხვდა სომხეთთან და გიბრალტართან ერთად. მეორე ჯგუფი მონაკომ, მალტამ, ანდორამ და მოლდოვამ შეადგინეს.
ტურნირი 30 ივლისს დაიწყო, თუმცა კენტგუნიანი ჯგუფის წევრ საქართველოს დასვენებამ მოუწია, ხოლო სომხეთმა გიბრალტარი 63:33 გაანადგურა. დღეს ქართველები თბილისის დროით 14:45 საათზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან, ხოლო 1 აგვისტოს – სომხეთს (17:00).
წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას და კალენდარს:
