ზესტაფონმა ახმეტა დაამარცხა

ზესტაფონმა ახმეტა დაამარცხა

ქალთა ლიგის მორიგი მატჩი შედგა ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც ერთმანეთს ზესტაფონისა და ახმეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ,,ზესტაფონის” გამარჯვებით  დასრულდა, რომლემაც მეტოქე 89:47 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მიითვალა.  

 ,,იმერლებმა” მატჩი თავიდანვე ჩინებულად დაიწყეს და საწყის ათწუთეუში 22:11 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს და დიდ შესვენებაზე 30-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 50:20. ზესტაფონის გუნდმა მესამე მეოთხედიც ძალინ მობილიზებულად ჩაატარა და თავის სასარგებლოდ  71:30 დააფიქსირა, ,,ახმეტამ” კი ვერც დასკვნით მეოთხედში გაუწია მეტოქეს წინააღმდეგობა და მიმდინარე ქალთა ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. 

გამარჯვებილებს 30 ქულით ნინო კვირიკაძემ ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ნათია ფუტკარაძემ გაიფორმა. ფუტკარაძეს მხარია აუბა შორენა კუპატაძემ, რომლის ანგარიშზე 17 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა. 

რაც შეეხება ,,ახმეტას”, მის შემედაგნლობაში ნინო მამუკელაშვილი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.