ზესტაფონმა ახმეტასთან იმარჯვა

ზესტაფონმა ახმეტასთან იმარჯვა

ქალთა ლიგის მორიგ მატჩს უმასპინძლა თელავმა, სადაც ,,ახმეტასა“ და ,,ზესტაფონის“ დაპირისპირება გაიმართა.

შეხვედრა ზესტაფონელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მასპინძლებს დიდი ანგარიშით 80:49 სძლია.  ,,იმერლებმა“ თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და ტაიმის ბოლოს წინ 44:27 გავიდნენ. ახმეტელბმა ვერც მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს მეტოქისთვის წინაარმდეგობის გაწევა და მიმდინარე ქალთა ლიგაში მორიგი მარცხი განიცადეს.

,,ზესტაფონს“ 20 ქულით შორენა კუპატაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ფატი ხუსკივაძემ 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო თიკო ფოცხვერაშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 13 მოხსნაა. ,,ახმეტის“ შემადგენლობაში 23 ქულით ნინო მამუკელაშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ელა ზარავანდაშვილმა და თინა ხოხობაშვილმა შეასრულეს.  ზარავანდაშვილმა 10 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო ხოხობაშვილმა თავის გუნდს 14 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.