100-პროცენტიანი შერმადინი და ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

100-პროცენტიანი შერმადინი და ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. დღეს, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში აღნიშნული ტურნირის 4 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა – “ტენერიფეს” მეტოქედ ებრაული “ჰაპოელ ჰოლონი” ჰყავდა, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ესპანური “მანრესა” და გერმანული “ლუდვიგსბურგი” შეხვდნენ.

ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა, ჩვენ კი ყურადღება შერმადინზე გავამახვილოთ. გიორგიმ მოედანზე 22:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 68:69-ზე მნიშვნელოვანი 2-ქულიანი ჩააგდო და მთელი მატჩის მანძილზე მოლიდერე ტენერიფე ისევ წინ გაიყვანა. საბოლოოდ “ტენერიფემ” 78:71 მოიგო და ფინალში გავიდა.

მატჩის MVP მარსელინო უერტასი გახდა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ისრაელის წარმომადგენელი კლუბის მხრიდან საუკეთესო ჯო რაგლანდი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. მეორე ნახევარფინალში “მანრესამ” იმარჯვა და სწორედ ეს გუნდი დაუპირისპირდება “ტენერიფეს” ესპანურ ფინალში. სატიტულო მატჩი ბილბო არენაზე 8 მაისს გაიმართება.