შერმადინი კომპოსტელაში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

შერმადინი კომპოსტელაში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი, ამჯერად იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები კომპოსტელაში “ობრადორიოს” ესტუმრნენ და 78:58 დაამარცხეს, რაშიც ქართველმა ცენტრმა თავისი, სოლიდური წილი დაიდო.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი სასუ სალინი გახდა. მან 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც ეს მაჩვენებელი 18 ერთეულით გამოხატა.

„ტენერიფეს“ 22 ტურის შემდეგ 16 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 26 მარტს შინ, „გრან კანარიას“ წინააღმდეგ გამართავს. მანამდე, 23 მარტს ჩემპიონთა თასზე თურქულ „დარშაფაკას“ შეხვდება.