11-წლამდელთა ჩემპიონატში 4 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა

11-წლამდელთა ჩემპიონატში 4 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა

ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია. 2002-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო 4 გუნდი დღეს საკალათბურთო აკადემიაში, საინტერესო და დაძაბულ ბრძოლებში გამოვლინდა.
პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში „ოვერტაიმმა“ ბოლო წუთებზე გამოჩენილი სიზუსტისა და შეუპოვრობის წყალობით დაამარცხა „ბათუმი“. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი – 29:29 იყო და გადამწყვეტ პერიოდში 166-ე საშუალო სკოლის ბაზაზე შექმნილმა „გუნდმა „ოვერტაიმმა“ მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 40:34 გაიმარჯვა.

მეორე მეოთხედფინალში „ქუთაისმა“ „ჰიუნდაი“ 29:18 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის ბედი აქაც ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც იმერულმა კლუბმა 11:4 მოიგო.
ქუთაისელები ნახევარფინალში „რუსთავს“ შეხვდება. ამ უკანასკნელმა დაძაბულ ბრძოლაში TBC-ის მოუგო. ამ შეხვედრის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. ქვემოქართლელებმა ვაშაკიძის უხვქულიანობის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს – 34:30.
ბოლო მეოთხედფინალისტი „აკადემიასა“ და „კარდინალის“ დაპირისპირებაში გამოვლინდა. პირველი ტაიმის შემდეგ „კარდინალი“ 15:9 იგებდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ აკადემიელებმა გიორგი სიმონიშვილის ზუსტი თამაშის წყალობით ჩამორჩენის აღმოფხვრა და დაწინაურება მოახერხეს. სიმონიშვილმა მე-3 პერიოდში 8 ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი 7-წუთეული 15:7 მოიგო და ბოლო პერიოდს ლიდერად შეხვდა. შეხვედრის ბედი მაინც ბოლო წუთზე გადაწყდა: „აკადემიამ“ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ნახევარფინალში „ოვერტაიმს“ დაუპირისპირდება
 
25 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მეოთხედფინალი
ბათუმი – ოვერტაიმი                34:40 (11:6, 9:15, 9:8, 5:11)
ბათუმი: გ. ოჩხიკიძე (14)
ოვერტაიმი: გ. გოლიაძე (17)
 
ქუთაისი – ჰიუნდაი                  29:18 (7:5, 6:2, 5:7, 11:4)
ქუთაისი: ა. მერკვილაძე (8)
ჰიუნდაი: დ. გორგაძე (11)
 
რუსთავი – TBC               34:30 (11:7, 8:6, 6:7, 9:10)
რუსთავი: ვაშაკიძე (14)
TBC: ქუტიძე (14)
 
აკადემია – კარდინალი    41:35 (5:4, 4:11, 15:7, 17:13)
აკადემია: გ. სიმონიშვილი (17)
კარდინალი: ლ. ჩაჩანიძე (16)