რუსთავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დღეიდან პლეი ოფის მატჩები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ტრადიციული ტურნირი “რუსთავის თასი” წლეულს საერთაშორისო სტატუსს ატარებს, რომელშიც თითო ლატვიური და ესტონური გუნდი თამაშობს. გუშინ დასრულებული ჯგუფური ეტაპის შედეგებით ორივე უცხოური გუნდი პლეი ოფში გავიდა.
ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილებზე, ანუ პლეი ოფში ბათუმი და ვინგსი გავიდნენ, ხოლო ქუთაისმა და ორბმა 3-4 ადგილები დაიკავეს.
B ჯგუფში პირველი ადგილი ზაზა ფაჩულიას აკადემიამ დაიკავა, ხოლო მეორეზე თბილისი ბასკეტი გავიდა. ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხეს ქუთაისურმა დინო ბასკეტმა და თელავმა.
C ჯგუფში ადგილები ამ თანმიმდევრობით განაწილდა: ვილანდი (ესტონეთი), რუსთავი 1991, ბრუკლინის აკადემია და ოვერტაიმი.
რაც შეეხება ბოლო, D ჯგუფს, ლატვიური ტალსი და თბილისის აკადემია პლეი ოფში გავიდნენ, რუსთავი და თბილისის დინამო კი – ვერა.
მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ტალსი (ლატვია) v აკადემია
ზაზას აკადემია v რუსთავი 1991
ვილანდი (ესტონეთი) v თბილისი ბასკეტი
ვინგსი v ქუთაისი
“რუსთავის თასი 2023”-ის სპონსორები: ფენიქსი, სანტე, shoot360 , jasdrip, უჯმალენდი.
მატჩების ლაივ-რეჟიმში ყურება შეგიძლიათ წარმოდგენილ ბმულზე: LIVE RUSTAVI CUP 2023