13 ნომერმა სანიკიძემ 13 ქულა მიითვალა

13 ნომერმა სანიკიძემ 13 ქულა მიითვალა

ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა” მორიგი საკონტროლო მატჩი მილანის “არმანი ჯინსის” წინააღმდეგ ჩაატარა და 49:68 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი კი 13 ქულით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ბოლონიელებმა 13 ქულაზე მეტის ჩაგდება ვერცერთ მეოთხედში ვერ მოახერხეს და საერთო ჯამში, მხოლოდ 49 ქულას დასჯერდნენ. სანიკიძის გარდა 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ დუშან ვუკჩევიჩმა გადააბიჯა.
“ვირტუსს” გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩი 4 ოქტომბერს ელის, როდესაც სიენას ეწვევა და იტალიის სუპერთასზე ნიკა მეტრეველის “მონტეპასკის” გაეჯიბრება.